fbpx

რუსეთის პასპორტი ძალიან კარგია, რომ გვაქვს-ზაზა ოქუაშვილი

„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ადასტურებს, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა.

როგორც მან გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ასევე აქვს ბრიტანეთის მოქალაქეობაც, ხოლო ის ფაქტი, რომ ფლობს რუსულ პასპორტს, მისი თქმით, კარგია.

„ინგლისისა და რუსეთის მოქალაქე ვართ ყველა. ჩვენ დავიბადეთ საბჭოთა კავშირში, ასეთად დამბადა დედამ და მამამ. როცა გავხდი 17 წლის, ავიღე საბჭოთა პასპორტი და ყველა ამას ვერ დააბრუნებს. რაც გამაჩნია, თუ ძალით არ გამომართვეს, მე არ ვაბრუნებ. ვმოღვაწეობდი რუსეთში, მყავს ბიძა, მეცნიერი და დეკანი, იყო მფრინავი, საბჭოთა კავშირში ვცხოვრობდით ჩვენ. რუსეთის პასპორტი ძალიან კარგია, რომ გვაქვს“, – განაცხადა ოქუაშვილმა 2018 წლის არქივიდან

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება