fbpx

ზელენსკის დაღუპვის შემთხვევაში უკრაინელებს “ხელისუფლების უწყვეტობის” გეგმა აქვთ – ბლინკენი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის დაღუპვის შემთხვევაში უკრაინელებს “ხელისუფლების უწყვეტობის” გეგმა აქვთ – ამის შესახებ აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა CBS–თან ინტერვიუში.

“უკრაინელებს აქვთ გეგმა, დეტალზე საუბარს მე არ ვაპირებ”,– განაცხადა ბლინკენმა. მან ზელენსკი შეაქო კრიზისის დროს გამოჩენილი მართვის უნარების გამო.

მისი თქმით, ლიდერობა, რომელიც პრეზიდენტმა ზელენსკიმ და მთელმა მისმა ხელისუფლებამ აჩვენა, გამოხატავდა ძალიან მამაცი უკრაინელი ხალხის სახეს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება