fbpx

როცა დაბომბვას 15 წუთით გავასწარი…. ნუთუ მართლა ვინმეს გჯერათ, რომ პუტინის გამარჯვებაზე ვფიქრობდი და ვფიქრობ?-მარი გიგანი

ტვ ,,იმედის ,,ჟურნალისტი მარი გიგანი წერს-

ტვ იმედზე მომუშავე ჟურნალისტების ლანძღვისა და შეყრაცხყოფის ფაქტებს მსურს გამოვეხმაურო. მოღალტეები, გონებაშეზღუდული მონები, ვირთხები და სამარცხვინოები რომ ვართ და პუტინის გამარჯვება გვსურს თურმე….. ბოლო 14 დღეა დილიდან თითქმის მეორე დილამდე პირდაპირი ეთერით რუსეთს ოკუპანტს ვეძახი და როცა რუსი დივერსანტი ჩემ თვალწინ ისროდა, როცა ძლიერი აფეთქებისა და უწყვეტი სროლისას ფეხვეშ მიწა მერყეოდა, როცა თავშესაფრის გარშემოც კი დივერსანტები დარბოდნენ, როცა განგაშის სიგნალზე, 4 ღამის უძილო უკვე იმაზე ვფიქრობდი- მოდი არ ჩავალ ბუნკერში, გავრისკავ, წავუძინებ და ჯანდაბას თუ სიკვდილია ძილში მოვკვდემეთქი, როცა ჩემ კოლეგებს ატირებული შვილები ურეკავდნენ, როცა ჩემი უკრაინელი კოლეგები მეტროში შეფარებული მეგულებოდნენ, როცა ჩემგან 3 კილომეტრში აქტიური ბრძოლა იყო და მე გარეთ ვიყავი, როცა დაბომბვას 15 წუთით გავასწარი…. ნუთუ მართლა ვინმეს გჯერათ, რომ პუტინის გამარჯვებაზე ვფიქრობდი და ვფიქრობ? დაფიქრდით ზოგჯერ, სანამ რამეს იტყვით

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება