fbpx

რომ არა შიდსის ცენტრი, შენ იყავი და ხარ დიდი ნული – ინფექციურის ექიმი კამკამიძეს

სოციალურ ქსელში ალერგოლოგ-იმუნლოგ გიორგი კამკამიძის განცხადებას, ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ექიმი მანანა ამურველაშვილი ეხმაურება და წერს:

„მთელი დღეა მინდა გიორგი კამკამიძის იმ საშინელი პოსტის შესახებ დავწერო და ახლა ძლივს მოვნახე დრო. არავინ იფიქროს, რომ თენგიზ ცერცვაძის დასაცავად ვწერ, მას არავის დაცვა არ სჭირდება, მე მივმართავ კამკამიძეს, როგორც ყოფილ თანამშრომელს, რადგან ის ამ მართლაც რომ გროტესკული და საშინლად ბოროტი წერილებით მთელ ჩემს სამსახურს ესვრის ტალახს. ციანატი არა, გია, ციანიდი, ის ხომ ასეთი პოპულარულია თქვენს სასტავში, სახელი მაინც დაწერე სწორად. იქნებ ისიც დაწერო, რისთვის გაქვს პირადი დაპირისპირება ჩვენთან, მიდი, მოყევი. ამნეზია არ გვაქვს და ყველას გვახსოვს ის, რომ კომპეტენცია და ნიჭი არ გეყო იმის გასაკეთებლად, რისთვისაც აგიყვანეს, დაიჯერე, რომ ძალიან ჭკვიანი იყავი. არადა ეხლაც დარწმუნებული ვარ, რომ რომ არა შიდსის ცენტრი და შენი მეუღლე, მაია, რომელიც ძალიან ჩვენიანი იყო და ძალიან გვიყვარდა ყველას, შენ არაფერი იქნებოდი, იყავი და ხარ დიდი ნული, განსაკუთრებით როგორც ადამიანი. აქამდე თუ კიდევ თავს ვიკავებდი პასუხის გაცემისაგან, მაგასაც მაიას უმადლოდე, მაინც შემომრჩა თბილი გრძნობები ჩვენი საერთო წარსულის წყალობით. ბატონ თენგიზს კი ძალიან ვთხოვ, არ უპასუხოს ამ უაღრესად, წარმოუდგენლად ნაძირლურ პოსტს და აღარასოდეს დაუყაროს ღორებს მარგალიტები” – წერს მანანა ამურველაშვილი.

ცნობისთვის, ალერგოლოგ-იმუნოლოგმა გიორგი კამკამიძემ, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე გააკრიტიკა და სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება