fbpx

თენგიზ ცერცვაძე კმაყოფილია ჯანდაცვის მინისტრის მუშაობით

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძე პასუხობს შეკითხვას, კმაყოფილია თუ არა ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის მუშაობით?

„დიახ, კმაყოფილი ვარ. ვიცი კრიტიკული შენიშვნები, ის დაპირისპირებები, მაგრამ მე ისიც ვიცი, რა შეუძლია ჯანდაცვის მინისტრსა და ჯანდაცვის სამინისტროს და რას ვაკეთებდით წინა ჯანდაცვის მინისტრების პირობებში, რომელთა შორის გამორჩეული ადამიანები იყვნენ. მიმაჩნია, რომ მეტის გაკეთება ძნელია.

კმაყოფილი მე თუ მკითხავთ პირადად, ჩვენი პირადი ურთიერთობა კარგი არ იყო, ახლა ნორმალურია. განცხადებით მივმართე, მე ვტოვებდი სამსახურს და მივმართე. ეს ძირითადად დაკავშირებულია იმასთან, რომ ათი წელია შენობა არ გვაქვს და ის იმ მძიმე პირობებთან, რომელშიც გვიწევდა მუშაობა. მოვალეობა და პასუხისმგებლობა გვქონდა ფლაგმანის და პირობები ყველაზე უარესი. შენობის პრობლემა ახლა მან კი არ გადაჭრა, პრემიერმა გადაჭრა. ძალიან მადლიერი ვართ პრემიერის. პრემიერი იყო ძალიან ეფექტური, მინიმუმ პირველი შვიდი თვის განმავლობაში, მან გამოავლინა კრიზის-მენეჯერის საუკეთესო თვისებები“, – თქვა „რუსთავი 2“-ის ეთერში თენგიზ ცერცვაძემ.

გაუზიარე!

Shares