fbpx

რომან ფიფია ძალიან სუსტი მენეჯერია! – კახა კალაძე „დინამოს“ ფარერებთან წაგებას სამარცხვინოს უწოდებს

კახა კალაძე –

ამხელა ისტორიის მქონე გუნდი, ამხელა ანგარიშით აგებს, ეს არის სამარცხვინო. მე არ ვიცი ფეხბურთელებს, ვინც ამ გუნდში თამაშობს რა დამოკიდებულება აქვთ – ან ისტორიას გადახედონ, ან ვინ თამაშობდა ამ კლუბში, რომელი ფეხბურთელები?!

ცოტა სხვა მიდგომებია საჭირო, სხვა დამოკიდებულებები. თან მხოლოდ „თბილისის დინამო“ ხომ არ არის?!

ქვეყანას წარმოადგენ და პირველი გუნდი ხარ საქართველოში. რომან ფიფიასთან პიროვნულად არანაირი ურთიერთობა არ მაქვს და ფეხბურთიდან გამომდინარე ვამბობ, რომ ძალიან სუსტი მენეჯერია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, „დინამო თბილისის” ფეხბურთელებმა ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩი ფარერების კუნძულის კლუბ “კლაკსვიკთან” 6-1-ით წააგო.


[poll id=”6082″] სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

Shares