fbpx

თბილისის მერიამ „სტრატეგია აღმაშენებელი” 70 ათასი ლარით დააჯარმა

„სტრატეგია აღმაშენებელი” თბილისის მერიამ 70 ათასი ლარით დააჯარიმა. მიზეზი თბილისის მეტროსადგურებთან განთავსებული კარვებია. გაერთიანების წევრების თქმით, თბილისის მერიის გადაწყვეტილება არღვევს შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ პარტიას გვაქვს წინასაარჩევნოდ გაცხადებული საბანკო სესხების განახევრების შესახებ დაპირება და სწორედ ამ კამპანიის პერიოდში, თბილისის მერიის სამსახურები ყოველდღიურად გვიგზავნიან ჯარიმებს, საკმაოდ დიდი რაოდენობით.

მოვუწოდებთ კიდევ ერთხელ ყველა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელსაც ჩვენ წერილობით უკვე მივმართეთ და მოვუწოდებთ მერიას, დაიცვას კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ,“ – ამბობს პარტიის წევრი თეონა აქუბარდია.


[poll id=”6082″] სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

Shares