fbpx

როდესაც შენს ქვეყანაში, ყოველდღიურად ასეულობით ადამიანი გიკვდება და შენ ასეთი რაღაცებისთვის იცლი, ეს ყველაფერი შენს უსინდისობაზე მეტყველებს

ირაკლი კობახიძე დავით არახამიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარება. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, გაირკვა, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არახამია მუდმივად ტყუილს ავრცელებდა.

„როდესაც შენს ქვეყანაში, ყოველდღიურად ასეულობით ადამიანი გიკვდება და შენ ასეთი რაღაცებისთვის იცლი, ეს ყველაფერი შენს უსინდისობაზე მეტყველებს. გაირკვა, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არახამია მუდმივად ტყუილს ავრცელებდა. არახამიაზე რაიმე ფორმით სერიოზულად ლაპარაკი არც შეიძლება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება