fbpx

ოპოზიცია ღიად ემზადება პუტჩისთვის

ადვილი შესამჩნევია, როგორ ცდილობს ყველანაირად ოპოზიცია და მასთან აფილირებული შემადგენლობა შინ თუ გარეთ, ზეწოლის სხვადასხვა ფორმებით, მათ შორის „კეთილი რჩევებით,“ ბიძინა ივანიშვილს ერთგვარი ხაფანგი დაუგონ.

რაში გამოიხატება ეს? უნდათ აიძულონ ბიძინა საჯაროდ ჩაერთოს მიმდინარე პროცესებში მედიატორის თუ განმრიგეს როლში, რომ მათ მიერვე ხელოვნურად აჭრილი სიტუაცია დაამშვიდოს.

სინამდვილეში კი უნდათ, რომ ბიძინა ივანიშვილი მათი დაგეგმილი სცენარის მონაწილედ გახადონ, რომ მერე გაუადვილდეთ მასთან ანგარიშსწორება. იტყვიან, ხომ ვაიძულეთ! ხომ გამოვიყვანეთ კულუარებიდან! დაადეთ სანქციები! და ა.შ.

შესაბამისად, თუკი ბიძინა ივანიშვილი რაიმე ფორმით საჯაროდ ჩაერთვება მიმდინარე პროცესებში, ადგილობრივი და დასავლური აუდიტორიის თვალში ეს აღიქმება როგორც დასტური მისი არაფორმალური მმართველობის, რისგანაც ის დისტანცირდა.

ამიტომ თუ ვინმე ამით ისარგებლებს, მხოლოდ ოპოზიცია. „ქართული ოცნება“ კი პოლიტიკურად და რეპუტაციულად დაზარალდება. რა თქმა უნდა, ოპოზიცია არავითარ შეთანხმებას არ დათანხმდება ხელისუფლების გადმობარების გარდა. მეტიც, ზემოაღნიშნული სცენარის განხორციელების შემთხვევაში, ის სერიოზულ ფორას მიიღებს.

შექმნილ სიტუაციაში, როდესაც ოპოზიცია და მასთან აფილირებული საზოგადოება უკვე ღიად ემზადება პუტჩისთვის, მხოლოდ საზოგადოების მეორე ნაწილის სამოქალაქო და პოლიტიკურ აქტიურობას შეუძლია ამის შეკავება, სახელმწიფო ინსტიტუტებთან ერთად.წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება