fbpx

როდესაც „შემოათრიეს“ ნარატივი რუსული კანონი -„არა რუსულ კანონს“, ერთ-ერთი მთავარი დირიჟორი გახლდათ ქალბატონი კელი დეგნანი

 „ქართულ საზოგადოებაში სანამ გაიწმინდება სიტუაცია და სწორი წარმოდგენები შეიქმნება, ეს „რუსული“ ფეთქებადი სიტყვასავით გახდა“,-ამის შესახებ გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“ ისაუბრა „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა ზურაბ ქადაგიძემ, რომელიც აშშ-ს ელჩის  განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, აშშ-ს ელჩი სანამ დაბრუნდება თავის სამშობლოში, მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს დრო და ყალბი ნარატივით  საზოგადოების განწყობაზე იმოქმედოს, რომ შეძლოს  სიტუაციის კონტროლი.

„ძალიან სამწუხაროა, როდესაც ქალბატონი ელჩი ასეთ უტიფარ განცხადებას აკეთებს, რომ თითქოს უკრაინის ომი, ომია, დამანგრეველია რეგიონისთვის და სახელმწიფოებისთვის, ხოლო ქართულ-რუსული კონფლიქტი, რუსეთის მიერ ქართული მიწების ოკუპაცია,- ეს არაფერი არ ყოფილა. თურმე, შეიძლებოდა 2018-2019 წლებში სხვა განცხადების გაკეთება და დღეს – სრულიად სხვა. ეს ძალიან სამწუხარო და ნიშანდობლივია. უფრო მგონია, ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს, ყველანაირი რესურსი ქალბატონი კელი დეგნანის სახით გახარჯოს (ის რაღაც პერიოდის შემდეგ მიბრძანდება თავის ქვეყანაში და ახალი ელჩი ეყოლება აშშ-ს საქართველოში). დიდი ალბათობაა იმის, რომ აშშ-ს ახალი ელჩის მხრიდან რიტორიკის და დამოკიდებულების კორექტირება მოხდება. ამიტომ, მგონია ელჩის რადიკალური ოპოზიციის დროშად გადაქცევა ესეც არის ბოლო რესურსი, რაც შეიძლება მაქსიმალურად დახარჯოს თავისი შესაძლებლობები ქალბატონმა ელჩმა, რომ რამენაირად მოხდეს სიტუაციის კონტროლქვეშ აღება. რას ვგულისხმობ? – თუ კი საჭიროა დაიძაბოს სიტუაცია, ან თუ საჭიროა – გაჩერდეს. ჩვენ ყველაფერს ვუყურებთ, ვხედავთ, რეალურად ქართულ-რუსულ ურთიერთობებში როგორ იყენებენ ამას.

გავიხსენებ, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, ანალოგიური თემატიკა იყო, როდესაც „შემოათრიეს“ ნარატივი რუსული კანონი -„არა რუსულ კანონს“, ერთ-ერთი მთავარი დირიჟორი გახლდათ ქალბატონი კელი დეგნანი. ეს ყველამ კარგად ვიცით. ამასთან დაკავშირებით ჩვენი ორგანიზაციის ლიდერებმა არაერთხელ გააკეთეს განცხადება. ქართულ საზოგადოებაში სანამ გაიწმინდება სიტუაცია და სწორი წარმოდგენები შეიქმნება, ეს “რუსული” ფეთქებადი სიტყვასავით გახდა. ყველაფერს, რასაც მიუსადაგებ რუსულია; ოკუპანტი, რუსული და ამას თუ მოაბამ კოკასავით ყურს რომელი მხრიდანაც გინდა, ისე მიატრიალებ. შეიძლება გამოიყენო ეს ყველაფერი, თუმცა ეს დროებითი ფეიკებია, რეალურად რამდენიმე ხანს თუ გასტანს ხოლმე. მაგ. როდესაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საუბრობს სანქციებზე (ავიაკომპანიებს ვგულისხმობ), საქართველოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მაშინაც და დღესაც გააკეთა განცხადება, რომ სანქცირებული ბორტი საქართველოში ვერ დაჯდება. დამთავრებულია ამბავია და არ არის საჭირო ამხელა აჟიოტაჟის შემოტანა. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც დღეს კიდევ ერთხელ გააკეთა ქალბატონმა ელჩმა განცხადება და ამას ხაზი გაუსვა, რომ უვიზო მიმოსვლა გამოადგება თუ არა ქართველებს, ალბათ უკეთესი იქნება კრემლს გადაწყვეტილება მიეღო და ჯარი გაეყვანა საქართველოს ტერიტორიიდან. რა თქმა უნდა, ეს ყველა ვიცით. უკეთესია კი არ იქნებოდა, ეს ჩვენი, თითოეული ქართველის პირველადი ამოცანაა, პოლიტიკაში და საზოგადოების აქტივობაში ვინც არის ჩართული, მისი ამომავალი წერტილი, რომ საქართველოში ერთი ჯარისკაციც არ დარჩეს რუსული არმიიდან და სრულად იყოს საქართველოს დეოკუპირებული. თუმცა ამის შემოტანა და დაკავშირება ფრენებთან, არის პოლიტიკური კონტექსტი. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ საქართველოს დეოკუპაცია უნდა დასრულდეს აუცილებლად. საქართველო უნდა იქნას დეოკუპირებული“,-განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ, გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება