fbpx

დიმიტრი ხუნდაძე: ლევან ბერძენიშვილის ცხოვრება არის სიტყვები, რომელიც მხოლოდ ყურს ესმის და ხშირად, მორალსა და ზნეობას სცდება

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე ლევან ბერძენიშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. ხუნდაძის თქმით, ლევან ბერძენიშვილი შეურაცხყოფს წარსულსაც და დღევანდელობასაც.

„ის შეურაცხყოფს წარსულსაც და დღევანდელობასაც, მაგრამ, მთავარია, დრო და ისტორია როგორ შეაფასებს ნამოქმედარს და არა – ენა, რომელსაც ძვალი არ აქვს და ნებისმიერი რამ შეუძლია თქვას.
ლევან ბერძენიშვილის ცხოვრება არის სიტყვები, რომელიც მხოლოდ ყურს ესმის და ხშირად, მორალსა და ზნეობას სცდება. ბიძინა ივანიშვილის ცხოვრება კი არის კონკრეტული, გაკეთებული საქმეები, რომელსაც ხალხი ხედავს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება