fbpx

როდესაც გიული ალასანია ამბობს, რომ მას 135 მილიონის ქონება წინაპრებმა დაუტოვეს, ამით დასცინის ხალხს- გურამ მაჭარაშვილი

გიული ალასანიას ქონების წარმომავლობით უმრავლესობის კიდევ ერთი დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილიც ინტერესდება.

მისი თქმით, აუცილებელია საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე და დადგინდეს, როგორ მიიტაცეს სააკაშვილმა და მისმა დედამ მილიონობით ლარის ღირებულების ქონება.

„როდესაც გიული ალასანია ამბობს, რომ მას 135 მილიონის ქონება წინაპრებმა დაუტოვეს, ამით დასცინის ხალხს და არაფრად აგდებს საზოგადოებრივ ინტერესს, მაგრამ არ მგონია სასაცილოდ ჰქონდეს საქმე, როდესაც მას გამომძიებლის კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა. აუცილებელია დადგინდეს, როგორ გამდიდრდა ეს ქალბატონი, როგორ ჩაიგდო ხელში აურაცხელი ქონება და როგორ იქცა ის ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანად“, განაცხადა მაჭარაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება