fbpx

გლდანის ა მიკრორაიონში სკვერის მოწყობა დასრულდა, გზის საფარის რეაბილიტაცია კი მიმდინარეობს

გლდანის ა მიკრორაიონში სკვერის მოწყობა დასრულდა, გზის საფარის

რეაბილიტაცია კი მიმდინარეობს

გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ, გლდანის რაიონის
გამგეობის მიერ, სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. N1-N2-N3 კორპუსებთან კი,
დაზიანებული გზის საფარი იცვლება.
N4 კორპუსის მიმდებარედ, პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბავშვთა გასართობი და
დასასვენებელი ზონა, მოსასვენებელი პავილიონი, დამონტაჟდა გარე განათების
სისტემა, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, დაირგო ხე-მცენარეები. ასევე,
განთავსდა სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. პროექტისთვის გამგეობის
ბიუჯეტიდან 202 425 ლარი დაიხარჯა.
აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები მოსახლეობის ინიციატივით, გამგეობასთან
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც,
მოსახლეობა თავის მხრივ, სკვერის გაფრთხილებასა და მოვლა-პატრონობაში
ჩაერთვება.
ამასთან, ა მიკრორაიონის N1-2-3 კორპუსებთან და ახლადმოწყობილი სკვერის
მიმდებარედ, ასფალტის საფარი დაახლოებით, 2 800 კვადრატულ მეტრ ფართობზე
წესრიგდება, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 170 624 ლარი არის
გათვალისწინებული.
მიმდინარე და დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან
ნაროუშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან
ერთად გაეცნო.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება