fbpx

როგორც ყველაფრისგან სალამური არ გამოითლება, ისე ამ ქურქუმალებისგან ვერ გამოძერწავ ვერაფერს

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სამოქალაქო აქტივისტის ნიკა ნარსიას მიერ უკრაინაში ომის დაწყების წლისთავთან დაკავშირებით გამართულ აქციაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვით, „მჯერა მიუხედავად მიჰილზმისა რომელსაც ვამარცხებთ ყველა ერთად | არავის არ დავუთმობთ ჩვენს ევროპულ მომავალს და გავიმარჯვებთ,“

ქადაგიძის თქმით, როგორც ყველაფრისგან სალამური არ გამოითლება, ისე ამ ქურქუმალებისგან ვერ გამოძერწავ ვერაფერს.

„კეზერას “ინტელიგენცია”, რომელიც ყოველ დღიურად ანცვიფრებს საზოგადოებას თავისი ინტელექტითა და მომავლის ხედვით “ვერბორკიდან” მიჰილიზმამდე… ანუ ქურქუმალები ახალ, თანამედროვე, მომავლის ენას ამკვიდრებენ, ქართულ პოლიტიკაში. წადით “თხა და გიგო” გადაიკითხეთ, გაეშვით პოლიტიკას, არ არის თქვენი საქმე… როგორც ყველაფრისგან სალამური არ გამოითლება, ისე ამ ქურქუმალებისგან ვერ გამოძერწავ ვერაფერს…“- წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება