fbpx

გია გაბრიჭიძე: „მიჰილზმი“, ანუ მიჰას მომხრეთა იდეური ერთობა, როგორც ბოლშევიზმი, ფაშიზმი, ტროცკიზმი, ეგრე გააგრძელეთ მიჰილისტებო, ვერბორკელებო, ქურქუმალებო

„ძააალიან ღრმა აზრია ჩადებული ამ ვითომ უნებლიე შეცდომაში. „მიჰილზმი“, ანუ მიჰას მომხრეთა იდეური ერთობა, როგორც ბოლშევიზმი, ფაშიზმი, ტროცკიზმი დ.ა.შ.“- წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში და აზიარებს სამოქალაქო აქტივისტის ნიკა ნარსიას “ფეისბუქ“ ე.წ. სქრინს, სადაც აღნიშნავს, რომ „მიუხედავად მიჰილზმის, რომელსაც ვამარცხებთ ყველა ერთად არავის არ დავუთმობთ ჩვენს ევროპულ მომავალს და გავიმარჯვებთ.“

„როცა ეს ტექსტი წავიკითხე, ვიფიქრე – ნუ რა მოხდა? შეეშალა ადამიანს, ან ტელეფონმა ისიც ხოლმე რაღაც ასოების შეცვლა. ვის არ მოსვლია, მაგრამ როცა დავფიქრდი, მივხვდი, რომ ძააალიან ღრმა აზრია ჩადებული ამ ვითომ უნებლიე შეცდომაში.
„მიჰილიზმი“, ანუ მიჰას მომხრეთა იდეური ერთობა, როგორც ბოლშევიზმი, ფაშიზმი, ტროცკიზმი დ.ა.შ.
მეორე ვარიანტიც არის – ხომ არ აჩვენებს ახალ თავმჯდომარეს შენზე განათლებული ვარო?
ცხადია არ აჩვენებს და ამიტომ სპეციალურად დაუშვა ეს გრამატიკული შეცდომა.
ზუსტად არ ვიცი, რომელ ვარიანტს მიჰყვებოდა პოსტის ავტორი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მისაღებია.
მიდით, ეგრე გააგრძელეთ მიჰილისტებო, ვერბორკელებო, ქურქუმალებო დასცხეთ და როგორც ლევანაბერძენიშვილი ითვლება ქართული ინტელექტის მამად, ლაშა ბუღაძე მწერლად დ.ა.შ. (ფხუკ) ესენი ახალი ქართული პოლიტიკურ-სალიტერატურო ენის დამფუძნებლები გახდებიან“- წერს გია გაბრიჭიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება