fbpx

რეზოლუციაში ჩაკვეხებული ფაფაჯვია

ეს მაოხრებელი გზირი, საქართველოს მისხალ-მისხალ გამნიავებელი და ბოროტი მავნებელი, ერთ დროს ქვეყნის პრეზიდენტი, შემდგომ სმეტან კონტეინერსკი~ და ბოლოს აფერისტი ფაფაჯვია, ყველაფერს აკეთებს თავის ბანდასთან ერთად, რომ საქართველო ყოველთვის და რამენაირად ან შარში გახვიოს, ან გაილანძღოს, ან უბრალოდ, უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენოს. მოკლედ რომ ვთქვათ, აუცილებლად რამე ავნოს. პირველი შემთხვევა არ არის, როდესაცევროპის სახალხო პარტიას~ ბოლო მომენტში შეაქვს ცვლილება რაიმე დოკუმენტში. არა ერთხელ და ორჯერ მოქცეულან ასე, როდესაც მათ მიერ შეტანილი ცვლილებები საერთოდ აცდენილია ფაქტებს, მაგრამ არ დაადგათ საშველი, ქართველი მავნებლების მიერ მონუსხული ევროპელები მავნე ჩვევას ვერ იშლიან. შესაბამისად, ევროპის საბჭოს~ რეზოლუციამ საქართველოსგან მხოლოდ პოლიტიკური მხარდაჭერა მიიღო, კენჭისყრაზე მონაწილეობაზე კი ხელი აიქნია. ევროპის სახალხო პარტიის~ ინიციატივით ცვლილება შეეხო ჩანაწერს, რომელშიც საუბარია პუტინის მოწინააღმდეგეთა დევნაზე და ამ კონტექსტში ოპოზიციონერ ვლადიმერ კარა-მურზასთან ერთად მიხეილ სააკაშვილი ჩაიწერა, როგორც უკრაინის მოქალაქე და პოლიტპატიმარი.
ხალხს უკვირდა, ამ ბოლო დროს რატომ გახალისდა ვივამედში~ ჩასახლებული უტიფარი, სიმულიანტი და ფაფაჯვია პატიმარიო და აი, რაში ყოფილა საქმე, რაღაც იმედი მისცემია, ეგებ, მეშველოს უკრაინის მოქალაქედ წარმოჩენილსო და გადაიფიქრა სიკვდილი, მოღონიერდა, მოფერიანდა და ისევ დაიწყეს ჩვეული მავნებლობა. ევროპის საბჭოს ისტორიულ დოკუმენტში ჩემი, როგორც პუტინის პირადი პატიმრის ჩართვა, სიტუაციის ზუსტი აღწერაა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მახარებს. ეს აზიანებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და მიმაჩნია, რომ ამ რთულ ვითარებაში საქართველოს ვნებს მეტი შინაგანი კონფრონტაცია და პირიქით, სჭირდება კონსოლიდაცია და საერთო ენის გამონახვა~, _ გამოსტყორცნა დიდმა სიმულიანტმა საკან-პალატიდან, მაგრამ ის აღარ დაამატა, რომ ეს ჩანაწერი მისი გარყვნილ-მავნებელი პარტიის პარტნიორი ევროპული პარტიის მიერ არის ჩამატებული. კაცმა რომ იკითხოს, რა ხიბლ-სიყვარული უნდა ჰქონდეს ატეხილი ამ ორ პარტიას წლების განმავლობაში, საიდან და რა მიზეზით, რატომ არავინ ინტერესდება?
შესაძლოა, ევროსაბჭოს მიერ მიღებული რეზოლუცია სავალდებულო ხასიათის არ არის და მხოლოდ მოწოდებით ხასიათს ატარებს, მაგრამ თვით ეს ქმედება რას ნიშნავს, ევროსაბჭომ მხოლოდ იმიტომ აუნთო მწვანე შუქი ამგვარ ჩანაწერს, რომ საქართველომ მეორე ფრონტი არ გაუხსნა რუსეთს? სხვას რას უნდა მივაწეროთ, როცა ყველამ კარგად იცის, მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარი კი არა, თავისი ბანდიანად ის სისხლისმსმელი დიქტატორი იყო, რომელმაც სასტიკი დანაშაულებრივი სისტემა შექმნა? როცა ყველამ კარგად იცის, რა ცოდვის კალო იყო საქართველოში მისივე ლოზუნგების ფარქვეშ ნულოვანი ტოლერანტობა, ყველანი ციხეში!~ ხოლო იმ ციხეებში კიდევ რა ტრიალებდა _ მეორე აბუ-გრეიბი. თუმცა რა, აბუ-გრეიბის შემქმნელებს რაღა პასუხი მოეთხოვათ, რომ მათსავეძაღლიშვილისთვის~ ვინმეს მოეთხოვა ან მოსთხოვოს… ის ბრალდებები, რაც მას წაუყენეს, ზღვაში წვეთზე ნაკლებია…
საქართველოსთვის ოდესღაც მნიშვნელოვან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას სააკაშვილის ხელისუფლების მმართველობის 9 წლის განმავლობაში ნელ-ნელა ეკარგებოდა ფასი და ახლა სააბოლოოდ გაუფასურდა. 652 დეპუტატიდან თუ მხოლოდ 91 დეპუტატი ესწრებოდა და მათგან მხოლოდ 56-მა მისცა ხმა ამ რეზოლუციას, ელემენტარულად, ნიშნავს იმას, რომ იქ ვინც იცის ღირებულებების ფასი, იცის, რას ნიშნავს პოლიტპატიმარი და იცის კიდევ ბევრი რამ, ის ადამიანები სააკაშვილის საქმესთან~ დაკავშირებით, ბუნებრივია, თავს შეიკავებდნენ. მერე რა, რომ რეზოლუცია მიიღეს და სააკაშვილი პირდაპირ ან ირიბად არის ნახსენები, ფაქტობრივად, საკუთარი თავი დაიზარალეს ე.წ ისტორიულ ფურცელზე, რადგან აბსურდულობამდე მივიდა მათი რეგლამენტი, რომ რეზოლუციის მიღება შესაძლებელია ამ რიცხობრივი შეფარდების შემთხვევაში. ცალკე იმ 56 ხმისმიმცემის განწყობა-აზროვნებაა საინტერესო და ცალკე მათი ვინაობა, ვინც ამ აბსურდს დაუჭირა მხარი, იქნებ, რამენაირად ჩავწვდეთ, რა ვალ-ვალდებულება აქვთნაციონალური მოძრაობის~ წინაშე. ეს ხომ ის ხალხია, რომელთაც წინ უდევთ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები ცხონებულ სულხან მოლაშვილთან დაკავშირებით, ცხონებულ სანდრო გირგვლიანთან დაკავშირებით, ვალერი გელაშვილთან დაკავშირებით… ევროპულ სასამართლოზეა საუბარი, ქართულ სასამართლოზე ხომ არა, სადაც პირდაპირ არის მითითებული, რომ კონკრეტულ დანაშაულებრივ ქმედებებში პირდაპირ იყო ჩართული იმდროინდელი საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილი. ეს თავიანთივე ევროპული ვერდიქტი~ რომ წინ უდევთ ევროპელებს, თვითონვე ახტებიან თავზე და ხელს აწერენ, აღნიშნული დამნაშავე პირი პოლიტიკური პატიმარიაო, თავის სამართლებლად ისიც აღარ აქვთ, რომ რაღაც გამოეპარათ, არ იცოდნენ, ან ვიღაცამ შეცდომაში შეიყვანა ასე ერთად, ხუთი ათეული დეპუტატი. გარდა ამისა, როდესაც მსჯავრდებული სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს ევროპულ სასამართლოს, თითქოს ერთი დაწესებულებიდან მეორე დაწესებულებაში გადაყვანის პროცესში შეილახა პატიმრის ღირსება, მის მიმართ იყო არაადამიანური მოპყრობა, ევროპულმა სასამართლომ ეს განხილვის საგნადაც არ აქცია; ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რისთვისაც სიმულიანტი პატიმარივივამედში~ კოტრიალობს და, ფაქტობრივად, კლინიკაში იხდის სასჯელს, მის გასაჩივრებას ისე გაუვიდა ვადა, მის ადვოკატებს კრინტიც კი არ დაუძრავთ და ხელი არ გაუტოკებიათ, მიემართათ ევროსასამართლოსთვის, რომ განაჩენი უკანონოა და ნაკარნახევია პოლიტიკური ინტესებიდან გამომდინარეო. როგორც უამრავმა სხვამ, ასევე ადვოკატებმაც მშვენივრად იციან, რაც აქვს ჩადენილი მიხეილ სააკაშვილს და რის გამოც სასჯელს იხდის, მხოლოდ მცირედია იმ დანაშაულებიდან და არ უნდა გაქექონ, თორემ უფრო აუმყრალდება საქმეები.
ეს ყველაფერი რომ კარგად იციან, ვიცით, მაგრამ რომ დავუშვათ არ იციანო უი!~ და თუ იციანვაი!~ სწორედ ეს ღირსება და ღირებულებადაკარგული ევროპული ვაი-უი~ არის, დასავლეთისადმი ნდობას რომ ასე თანმიმდევრულად აკარგვინებს საქართველოს, შემდეგ გამოდგებიან მაღალი რანგის ცალკეული სუბიექტები და კონკრეტულ პირებში ეძებენ ამ განწყობის კრებსით შემოქმედს. როდესაც ჩემი სიმართლე არ გინდა და მაიძულებ, შენი სიცრუე სიმართლედ მივიღო, ეს პერიოდი უკვე ვტკეპნეთ 70 წლის განმავლობაში, ახლა შემოტრიალდა ვითარება და პირიქით როდემდე უნდა ვტკეპნოთ? ჩვენ იმიტომ შევხაროდით ე.წ. დასავლეთს, რომ იქ გვეგულებოდა თავისუფლება, სამართლიანობა, მიუკერძოებლობა და ყველაფერი, რაც ადამიანისთვის ღირსების დამცავი და ღირებულების მქონეა, ახლა კი რას ვხედავთ და რა ხდება, შავზე თეთრი უნდა ვიძახოთ ისევ, თავზე ნაცარი წავიყაროთ და ამჯერად დასავლეთის დაკრულზე ვიცეკვოთ? ამიტომ გაჩნდა შეტრიალებული იარლიყებიც, ადრე თუ თავისუფლებისმოყვარე ადამიანი ქვეყნის მტრად და დასავლეთის აგენტად ინათლებოდა, ახლა რუსეთის აგენტად ინათლება _ ასე გაგრძელება შეუძლებელია! ანდა, რომელი პუტინის პირადი პატიმარია ეს სიმულიანტი, როცა სწორედ ჰალსტუხიჭამია სააკაშვილმა გადასცა საქართველოს სტრატეგიული ობიექტები რუსეთს, გადასცა საქართველოს ტერიტორიები და საქართველოს დედაქალაქიდან 40 კილომეტრში ჩააყენებინა იმ რუსეთს ჯარი, რომელსაც უკვე ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული და მეტის ართმევაც შეუძლია უმოკლეს დროში? რატომ გვახსოვს, რომ ზელენსკის სწორედ პუტინის მითითებამ მიაცემინა უკრაინის მოქალაქეობა სააკაშვილისთვის? ზოგადად კი, იმ პრეზიდენტის დედა ვატირე, ვინც თავისი ქვეყნის მოქალაქეობას სხვა ქვეყნის რომელიღაც ოლქის გუბერნატორობაზე გაცვლის... ამით გამოიტან დასკვნას, რა კაცზეა (არაკაცზე) საუბარი... ერთი ლიზა იასკო და ერთი ხატია დეკანოიძე რომ არ დგას ამ ჩანაწერის უკან, ცხადია, მაგრამ რა ენის სიბრგვილე დაემართათ აქეთ, რატომ რიხით არ ამბობენ, რომნაციონალური მოძრაობა~ თავისი უკრაინული განაყოფით კონკრეტულად `ქართულ ოცნებას~ კი არ მტრობენ, არამედ ქვეყანა საქართველოს ებრძვიან. მოსაწყენი მოსასმენი გახდა უკრაინული მხრიდან ტყუილი მეგობრობა, როცა ერთი კონკრეტული პარტიის მეგობრები არიან და თუ ისინი არ იქნებიან ხელისუფლების სათავეში, ისეთი მტრული გამოხტომები აქვთ, მეზობელი ქვეყანა რომ იყოს და საერთო საზღვარი გვქონდეს, სიხარულით გადმოსტყორცნიდნენ აქეთ ხუთ-ექვს უბედურებას ტერორისტული აქტების დართვით. ასე იკითხება მათ აგრესიაში…

“საერთო გაზეთი”

ზურაბ ოშხერელი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება