fbpx

მამუკა მდინარაძე – შვეიცარიული საბანკო სისტემის რეპუტაცია დააყენეს მეორე პლანზე და ამ მიმართულებიდან აშანტაჟებდნენ ადამიანს, რომელიც ფაქტია, ვერ გაიცნეს

შვეიცარიული საბანკო სისტემის რეპუტაცია დააყენეს მეორე პლანზე და ამ მიმართულებიდან აშანტაჟებდნენ ადამიანს, რომელიც ფაქტია, ვერ გაიცნეს. ადამიანი, რომელმაც თავის დროზე ფული კი არა, ამ ქვეყნისთვის საკუთარი თავი გაწირა, ახლა ცდილობენ, პოლიტიკაში შანტაჟით, ფულის დაკარგვით, დასანქცირებით დააბრუნონ იმისთვის, რომ შემდეგ ქვეყანა საომარ მოქმედებებში ჩაერთოს – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ისინი აფრთხილებდნენ ივანიშვილს, რომ შეიძლება დააასანქცირონ თუ ომს არ დაიწყებს.

„ისინი აფრთხილებდნენ ივანიშვილს, რომ ხვალ შენ შეიძლება დაგასანქციროთ თუ ომს არ დაიწყებ, თუ არ ჩაერევი, თუ არ დაბრუნდები პოლიტიკაში. ეს არ იყო მხოლოდ უკრაინელი მაღალჩინოსნების მხრიდან. ეს იყო სამწუხაროდ, რაც არ უნდა პარადოქსი იყოს და ამის გამეორება გვიწევდეს, სხვა მიმართულებიდანაც.
შვეიცარიული საბანკო სისტემის რეპუტაცია დააყენეს მეორე პლანზე და ამ მიმართულებიდან აშანტაჟებდნენ ადამიანს, რომელიც ვერ გაიცნეს, ფაქტია. ადამიანი, რომელმაც თავის დროზე ფული კი არა ამ ქვეყნისთვის საკუთარი თავი გაწირა, ახლა ცდილობენ, პოლიტიკაში შანტაჟით, ფულის დაკარგვით, დასანქცირებით დააბრუნონ იმისთვის, რომ შემდეგ ქვეყანა საომარ მოქმედებებში ჩაერთოს. ამას რომ ვლაპარაკობთ, არგუმენტად გვეუბნებიან, ომი საიდან მოიტანეთ, ტყუილი ნარატივიაო“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება