fbpx

რეზოლუციას იშველიებენ, რომ თანხის დაბრუნება გაწელონ

დღეს რამდენჯერმე დამისვეს კითხვა, რით იყო გამოწვეული ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის გაგზავნილი პრემიერ ღარიბაშვილის წერილი. ამისთვის რამდენიმე სერიოზული მიზეზი დაგროვდა – მათ შორის ის პრობლემები, რაც ევროპარლამენტის 9 ივნისის ყბადაღებულმა რეზოლუციამ შექმნა. კერძოდ, საქართველოს საზოგადოებაში გაჩნდა და გაძლიერდა ევროსკეპტიკური განწყობები რეზოლუციის სრულიად უსამართლო და ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელი შეფასებების გამო. შესაბამისად, სრულიად ლოგიკურია, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსის მონიჭებამდე, ევროკომისიამ გასცეს მკაფიო პასუხები წერილში დაფიქსირებულ კითხვებს.
ეს საჭიროა თუნდაც იმისთვის, რომ შემდეგ არ გაჩნდეს ორაზროვანი და განსხვავებული შეფასებები, ქვეყნის არაფორმალურ მმართველობაზე, რასაც იგივე ევროპარლამენტის რეზოლუცია აბრალებს საქართველოს და ფაქტიურად ამით აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ამავე საკითხთან პირდაპირ ბმაშია, „დეოლიგარქიზაციის“ თემაც, რომელიც ევროპარლამენტის რეზოლუციაში პირდაპირ გაიგივებულია ბიძინა ივანიშვილთან, და ხელს უშლის მას შვეიცარული ბანკისგან მიიღოს მისი კუთვნილი თანხა, რომელიც მას უბრალოდ მოპარეს და ეხლა სწორედ ევროპარლამენტის ამ რეზოლუციას იშველიებენ, რომ თანხის დაბრუნება გაწელონ. წესით ევროკომისიამ რეალისტურად და რაც მთავარია სტრატეგიული კუთხით უნდა შეაფასოს ეს წერილი და ადექვატური რეაგირება მოახდინოს.წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება