fbpx

იმედი მაქვს,რომ პრემიერ-მინისტრის მკაფიო გზავნილზე დროული და სამართლიანი პასუხი დაბრუნდება

100%
ძალიან სწორი და მკაფიო განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა,როგორც სუვერენული სახელმწიფოს ღირსეულმა ლიდერმა…

არ შეიძლება,რამდენიმე ლობისტური ჯგუფის სუბიექტური დამოკიდებულებების გამო, ევროკავშირს,როგორც საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს რეპუტაციული ზიანი მიადგეს და ევროპული მისწრაფებების დისკრედიტაცია მოხდეს ქართულ საზოგადოებაში…

აქედან გამომდინარე, აუცილებელია სწორი კომუნიკაცია და განსაკუთრებით მისასალმებელია პრემიერ-მინისტრის მზაობა, პირადად აიღოს ეს ვალდებულება…

თუმცა ისიც აუცილებელია,რომ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლობებმა,სწორი და სამართლიანი შეფასებები გააკეთონ იმ ფაქტობრივი უზუსტობებითა და “მავნებლობებით” სავსე 9ივნისის რეზოლუციაზე,რომელსაც ოპოზიციური რადიკალური ფრთა და მათი ლობისტები პოლიტიკური “სპეკულაციებისათვის” იყენებენ…

იმედი მაქვს,რომ პრემიერ-მინისტრის მკაფიო გზავნილზე დროული და სამართლიანი პასუხი დაბრუნდება დასავლეთიდან,რაც ძალიან წაადგება საქართველო-ევროკავშირის მომავალ ურთიერთობას…-წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება