fbpx

„რა ჯობია – შიმშილით დაიხოცონ, თუ ვირუსით?“ – ანზორ მელია ხალხს აქციისკენ მოუწოდებს

საქართველოში დღეს კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ ინფიცირების რაოდენობის ზრდას ოპოზიციის აქციებიც უწყობს ხელს, რომლებიც არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.

ცნობილი კარდიოლოგი ანზორ მელია თვლის, რომ კორონავირუსი მთავრობაზე მკვლელი არ არის და საზოგადოებას აქციაზე მისვლისკენ მიუწოდებს, რომელიც კვირას ქვეყნის მთავარ მოედანზე არის დაგეგმილი.

– ბატონო ანზორ, თქვენი აზრით, იწვევს თუ არა კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობის ზრდას ოპოზიციის არჩევნები?

– რა ჯობია შიმშილით დაიხოცონ, თუ ვირუსით? ეს მიტინგები აუცილებლად უნდა იყოს, რომ მთავრობა გონს მოეგოს. ვირუსი ისეთი ბოროტი არაა, როგორც ეს მთავრობა. აქციაზე ხალხმა აუცილებლად უნდა იქონიოს პირბადე და ხელის დასამუშავებელი ხსნარი. არავითარი გადაკოცნები არ უნდა იყოს, დაიცვან დისტანცია.

– თქვენ შეუერთდებით საპროტესტო აქციას?

– მე აუცილებლად მივალ კვირას აქციაზე. მთელი სამედიცინო ელიტა უერთდება ამ აქციას, მხოლოდ მე არა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება