fbpx

თუ პარტია უბანზე არჩევნებს წააგებს, პარტიამ უნდა განავითაროს ნარატივი, თითქოს ხმები გაუყალბეს-ზვიად კუპრავას ფარული ჩანაწერი

ტელეკომპანია „იმედი“ უკრაინული გამოცემა Obozrevatel.com-ზე გამოქვეყნებულ ფარულ აუდიოჩანაწერს ავრცელებს.

უკრაინული ვებ-გვერდის ინფორმაციით, ჩანაწერში, სავარაუდოდ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი, ზვიად კუპრავას საუბარია ასახული.

გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, კუპრავა უცხო პირს აძლევს მითითებებს, თუ როგორ შექმნან საზოგადოებაში განწყობა, რომ სხვადასხვა უბნის მონაცემით, „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებს იგებს. კუპრავას აზრით, იმ შემთხვევაში, თუ მათი პარტია უბანზე არჩევნებს წააგებს, პარტიამ უნდა განავითაროს ნარატივი, თითქოს ხმები გაუყალბეს.

„მიშა რასაც აკეთებდა რა, Facebook-ზე… მუხტი აიწევა, ხალხი მიხვდება, რომ მოვიგეთ. უნდა შექმნა განცდა, რომ მოვიგეთ და თუ იმან დაგიწერა, მოგებული წაგართვეს, რა…“ – ისმის აუდიოჩანაწერში.

ჩანაწერის ავთენტიკურობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

შეგახსენებთ, რომ ამავე საიტზე გუშინ გამოქვეყნდა კიდევ ერთი ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ ოპოზიციონერ გუბაზ სანიკიძის და მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას საუბარია ასახული. ჩანაწერში საუბარია სახალხო დაუმორჩილებლობასა და ძალაუფლების ხელში აღებაზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება