fbpx

რა შეზღუდვები გამოცხადდება ხვალიდან

ხვალ, 26 ნოემბერს საქართველოს მთავრობა კოვიდპანდემიიდან გამომდინარე ახალ შეზღუდვებს გამოაცხადებს. შეზღუდვები ორშაბათიდან ამოქმედდება და ის შეეხება, როგორც ტრანსპორტის გადაადგილებას, ისე კომერციულ დაწესებულებებს.

წინასწარი ინფორმაციით, დედაქალაქსა და რამდენიმე დიდ ქალაქში ტრანსპორტის გადაადგილება საღამოს 18:00 საათიდან აიკრძალება.

ასევე ორშაბათიდან, სავარაუდოდ მუშაობას შეაჩერებენ სავაჭრო ცენტრები, ე.წ. მოლები და გარკვეულწილად შეიზღუდება კვების ობიექტების მუშაობაც.

პირველ ეტაპზე მუშაობა შესაძლოა ჩვეულ რეჟიმში განაგრძონ ღია ტიპის ბაზრობებმა.

შეზღუდვებისა და აკრძალვების შესახებ უფრო დეტალურ ინფორმაციას მთავრობა ხვალ გაახმოვანებს

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება