fbpx

რა „სიმბოლურია,“ გახარია გადადგა ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეს, რომელმაც საქართველოში „კაცად“ აქცია-ლევან ნიკოლეიშვილი

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი წერს-აგერ უკვე ერთი წელი გავიდა მას მერე, რაც ქართულ პოლიტიკურ სინამდვილეში კიდევ ერთი, უცნაური და ანომალიური ფაქტი დაფიქსირდა. პოლიტოლოგებს, ზოგადად პოლიტიკის საკითხებით დაინტერესებულ პირებს მასალა არ გველევა, უბრალოდ იმდენად სწრაფად და მოულოდნელად ვითარდება მოვლენები, ერთი კარგი სახელმძღვანელოს შექმნას ვერ ვასწრებთ, თუმც ერთი კი ცხადზე ცხადია თავში ან ქვეთავში, რომელსაც პირობითად ერქმევა როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკოსი, საპატიო ადგილს, ბატონი გიორგი გახარიაც დაიკავებს უკვე ცხადზე უფრო ცხადია. ადამიანი, რომელიც მმართველი პარტიის ლიდერი და ქვეყნის პრემიერ გახლდათ, მოულოდნელად იღებს გადაწყვეტილებას, რომ გადადგეს! გადადგეს იმის გამო არ დაეკავებინათ ნიკანორ მელია, რითაც თითქოს და არეულობას აარიდა ქვეყანას-არა და სულ რაღაც ერთ წელიწადში სწორედ ნაცებთან ალიანში დაფიქსირდა მისი პარტია. ნაცებს შეეკრა და რამდენიმე მუნიციპალიტეტში ოცნებას წაართვა უმრავლესობა. დაგამთავრეთო ეუბნებოდა ნაცებს, და სულ მალე „ შემთხვევით“ გახარია და სააკაშვილი ერთ და იმავე სასტუმროში აღმოჩნდნენ ამერიკაში. კახი კალაძეს არ შევხვედრივარო და არც მერად არ ვაყენებ ჩემს კანდიდატურასო, და კანდიდატურაც დააყენა 9 % პროცენტიც ჩამოაკლო ოცნების კანდიდატს, აქაც ნაცების სცენარით ითამაშა და მეორე ტურის აუცილებლობის წინაშე დააყენა დედაქალაქის მერის არჩევნები, თუმცა მეორე ტურში პირწმინდად წააგეს კახი კალაძესთან. დღეს გახარია და მისი პარტია უცნაურ თამაშს თამაშობს ქართულ პოლიტიკურ ველზე, რომელიც სამწუხაროდ ღალატზე, ფლიდობაზე და მანიპულაციებზეა დაყრდნობილი, მთავარი კი ისაა რომ ნაცებთან კურკური და ჩახუტება არც მის პოლიტიკურ კრედოს წაადგება (თუ აქვს საერთოდა ასეთი!) და არც ქვეყნის პოლიტიკას! ისე რა „სიმბოლურია,“ გახარია გადადგა ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეს, რომელმაც საქართველოში „კაცად“ აქცია, ისე სწორედ ასე იციან ასეთებმა ღალატი, სხვანაირად არც შეუძლიათ, იმიტომ რომ ასე იციან!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება