fbpx

რა გეგმები აქვს ნათია მეზვრიშვილს საჯარო სამსახურიდან წასვლის მერე

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოსტის დატოვების შემდეგ ნათია მეზვრიშვილი განმარტავს, თუ სად და როგორ აპირებს დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებას.

„საჯარო სამსახურიდან წასვლის შემდეგ ბევრი მეკითხება რას ვაპირებ. შეძლებისდაგვარად მოკლედ ვიტყვი:

ვაპირებ, წლების განმავლობაში საჯარო სამსახურში დაგროვილი გამოცდილება და ცოდნა, ნებისმიერი გზით, აქტიურად მოვახმარო დემოკრატიის, კანონის უზანაესობის, მართლმსაჯულების, სამართალდამცავი სისტემების, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ რეალურ გამოწვევებს და საჭიროებებს, რომლებიც პროგრესის მიუხედავად, ჯერ კიდევ ბევრია. ვაპირებ, იმ რეფორმებზე და მნიშვნელოვან წამოწყებებზე მუშაობის გარედან გაგრძელებას, რომლებიც ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი“, – წერს მეზვრიშვილი სოცქსელში.

შეგახსენებთ, მეზვრიშვილმა პოსტის დატოვების შესახებ 23 ნოემბერს განაცხადა.

გაუზიარე!

Shares