fbpx

ნათია თურნავა-300-ლარიანი ერთჯერადი დახმარება არაა საკმარისი, 1000 ჯობია, მაგრამ ესაა რისი გაღებაც შეგვიძლია

ნათია თურნავა,ეკონომიკის მინისტრი-“არ არის საკმარისი, 300 ლარი ნამდვილად არ არის მაღალი თანხა, მაგრამ ეს არის ის, რაც ჩვენ ამ რთულ ვითარებაში ერთჯერადად შეგვიძლია, რომ გავწიოთ. ასევე, შეგახსენებთ, რომ ეს შეზღუდვა მალე გაუქმდება, ეს არის დროებითი, დროში შემოფარგლული და ადამიანები კვლავ შეძლებენ დაუბრუნდნენ თავის სამუშაო ადგილებს. იმდენად აქტიურად ითხოვს სავაჭრო სექტორი მალე გახსნას, მე არ მაქვს რაიმე კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, ეს სამუშაო ადგილები აღდგება თუ არა, რა თქმა უნდა, აღდგება. ისინი იმას კი არ ამბობენ, რომ ვერ იმუშავებენ, ისინი ამბობენ – ვიმუშავებთ, გაგვხსენით… მესმის, რომ 300 ლარს 1000 ლარი ჯობია, მაგრამ ეს არის ის, რისი გაღებაც შეგვიძლია”, -განაცხადა ნათია თურნავამ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება