fbpx

რა გეგმაც გვქონდა ზუსტად იმ გეგმით მივდივართ – ზაალ უდუმაშვილი

ენმ”-ს ერთ-ერთი ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის გეგმები უცვლელია და მოლაპარაკებების მესამე რაუნდში იმ შემთხვევაში ჩაერთვებიან, თუ ხელისუფლებას კონსტრუქციული პოზიცია ექნება.

“31 ოქტომბრის შემდეგ რა გეგმაც გვქონდა ზუსტად იმ გეგმით მივდივართ. ეს არის მასობრივი პროტესტი, ეს არის ქუჩის აქციები და პარალელეურ რეჟიმში, რა თქმა უნდა, მოლაპარაკებები თუ ამას რაიმე შედეგი ექნება, ჩვენს მოლაპარაკებებში იმიტო არ შევდივართ, რომ მხოლოდ ვისხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩვენ ველოდებით კონკრეტულ შედეგს და კონკრეტულ წინადადებს ხელისუფლებისგან. ჩვენი პოზიცია არის ძალიან მყარი და ერთადერთ გამოსავლად შექმნილი კრიზისული ვითარებიდან, მივიჩნევთ მხოლოდ და მხოლოდ ხელახალ არჩევნებს” – ამბობს ზაალ უდუმაშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება