fbpx

დავარდებიან ძირს და გორაობენ – თეა წულუკიანი ოპოზიციაზე

არ გეტყვით, რომ ბედნიერები ვართ 48%-ით, მაგრამ ეს არის ამომრჩევლების მიერ გამოცხადებული ნდობა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეოთხე ნომერმა თეა წულუკიანმა „ტელეკომპანია“ იმედის ეთერში განაცხადა.

„ის, რისი შეთავაზებაც დემოკრატიული მმართველობის მოდელის შესაბამისად შეიძლება, ისაა, რომ ეჭვი თუ გეპარება, მოდი, გადავთვალოთ. არ უნდათ. როდესაც ჩვენ ვნახეთ გადათვლილი უბნები, ყველაზე მყვირალა სხვაობა სამგორში იყო – ხმების უპრეცედენტო ოდენობა – 200, „ქართული ოცნების“ კანდიდატს ჰქონდა დაკლებული. რა უნდა ექნა სოზარ სუბარს, თუ ოპოზიციის ლოგიკით ივლიდა, უნდა გამოვარდნილიყო ქუჩაში და ეყვირა, რომ არჩევნები გამიყალბეს და ქუდზე კაცი გამოვიდეს. ჩასწორდა ოქმი და სოზარ სუბარი მეორე ტურისთვის ემზადება. ეს არის ჩვენი სახე.

მე არ გეტყვით, რომ ბედნიერები ვართ 48%-ით, მაგრამ ეს არის ამომრჩევლების მიერ გამოცხადებული ნდობა. ეს მათთვის უცხოა, რადგან თარხნიშვილისთვის, გოგორიშვილისთვის და კიევში მჯდომი უცხოელისთვის ნაცნობ ხელწერაა ის, რაც აკეთეს – „კარუსელები“, 2008 წელს გაჩეჩილაძეს მეორე ტური მოპარეს.

ახლა აქვთ მოდელირებული გაყალბების სცენარი. ვეუბნებით, მოდით, დავითვალოთ, გვეუბნებიან – არ მინდა, დავარდებიან ძირს და გორაობენ, ოქროს თევზი მინდა. ეს ოქროს თევზი არ მისცა ამომრჩეველმა, შესაბამისად, ვერ ჩავიდენთ დანაშაულს და ვერ ვაჩუქებთ ხმებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

გაუზიარე!

Shares