fbpx

რაც შეეხება კეზერაშვილის ფაქტორს, როგორც ჩანს, ეს ბატონი გახდა ექსკლუზიური პატრონი „ნაციონალური მოძრაობის“, დამფინანსებელი და ვინც ფულს იხდის, ის უკვეთს მუსიკას

იცით, რომ ჩვენ გადმოვთარგმნეთ უკრაინული კანონმდებლობა, რომელიც დეოლიგარქიზაციას შეეხება. ძალიან მალე ჩვენ ამ კანონპროექტს დავაინიციირებთ და თუ ვინმეს შეეხება ეს კანონპროექტი, ეს იქნება ბატონი კეზერაშვილი. რომელიც პირდაპირ სააშკარაოზეა გამოსული და მას კვერს უკრავენ მისი მონა-მორჩილები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მან ისაუბრა, თუ რა წვლილი შეაქვს თავდაცვის ყოფილ მინისტრ კეზერაშვილს რადიკალური ოპოზიციის დაფინანსებაში.

„რაც შეეხება კეზერაშვილის ფაქტორს, როგორც ჩანს, ეს ბატონი გახდა ექსკლუზიური პატრონი „ნაციონალური მოძრაობის“, დამფინანსებელი და ვინც ფულს იხდის, ის უკვეთს მუსიკას, მოგეხსენებათ და ახლა მისი სალამურის ქვეშ დავლურს ცეკვავს წრეში ყველა, აწყვეტილად, დუჟმორეული. ზღვარგადასული, ჩართული ამ გიჟურ ფერხულში. ამ ფერხულში ზოგი წაიქცევა, ზოგი გადაალაჯებს, არ ჩერდებიან, არავინ ახსოვთ, არც გვერდზე მდგომი, არც გულშემატკივარ, არც ამომრჩეველი, არც საზოგადოება, არც ქვეყანა. არც ის სიტუაცია, რაშიც დღეს საქართველოს უწევს ცხოვრება და ბეწვის ხიდზე დავდივართ“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

მისივე თქმით, კეზერაშვილმა აჯობა ყველას და ყველაფერს და ხელში ჩაიგდო ყველა სადავე. ცაგარეიშვილის განმარტებით, ფაქტობრივად, იყიდა ყველა, ვინც „მიხეილ სააკაშვილმა დახლზე გამოფინა“, კერძოდ, მან დაასახელა ხაბეიშვილი, ხოშტარია, ასევე ცაგარეიშვილი დარწმუნებულია, რომ კეზერაშვილი აფინანსებს სხვა პოლიტიკოსებსა და მედიაარხებს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება