fbpx

დადიან ხელგამოწვდილები, ახლა კეზერაშვილი ჩოხას მისცემს, მერე ახალუხს მისცემს ნაყოფია, მერე აზიაცკებს ვინმე სხვა მდიდარი ოლიგარქი ჩააცმევს

შემოდგომის აზნაურებივით იქცევიან ეს ადამიანები, ფერდებ ჩავარდნილი ცხენით რომ დადის იმერელი აზნაური სოფელ-სოფელ. ხან ჩოხას ინათხოვრებს, ხან ხანჯალს, ხან ხმალს, ხან ყაბალახს. აი ასე არიან, – ასე შეაფასა ოპოზიციის საშემოდგომო გეგმები უმრავლესობის წვერმა გია ცაგარეიშვილმა „იმედი LIVE“-ში.

„დადიან ხელგამოწვდილები, ახლა კეზერაშვილი ჩოხას მისცემს, მერე ახალუხს მისცემს ნაყოფია, მერე აზიაცკებს ვინმე სხვა მდიდარი ოლიგარქი ჩააცმევს. იმ რომანებში, გაჭირვებული იმერელი აზნაურები შემდეგ ამ ყველაფერს უკან აბრუნებდნენ და მათ მოუწევთ ყველაფრის დაბრუნება უკან. ისე არ მოხდეს, რომ სული დაენგრათ საერთოდ და გაუნადგურდეთ თავიანთი არსი და შიგთავსი, იქითკენ მიდის ყველაფერი. მე ნაკლებად მაღელვებს მათი სულიერი სამყარო. მაღელვებს იმიტომ, რომ ამ ქვეყანას ოპოზიცია სჭირდება, კონსტრუქციული, რეალური ოპოზიცია, მებრძოლი ქვეყნისთვის და არა ხელისუფლებისთვის. გაბრძანდნენ პარლამენტს გარეთ, შემდეგ ისევ შემობრუნდებიან, ვის აშინებენ ამით? „ქართულ ოცნებას“ მიტინგებით ვერ შეაშინებ ნახევარ მილიონიანი მიტინგები მოგვიწყვია. მიბრძანდნენ, ქუჩაში ყოფნის კონსტიტუციური უფლება მათ აქვთ“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება