fbpx

რაც უფრო მეტ კარგ საქმეს შევთავაზებთ საზოგადოებას, მით მეტ სიკეთეს მიიღებს თითოეული ქართველი- ნოდარ ტურძელაძე,ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი

კონკურენტებზე საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა მე არაერთხელ აღვნიშნე, რომ ჩვენი მთავარი კონკურენტია გასაკეთებელი საქმე. წლების განმავლობაში საზოგადოება დაიღალა პოლიტიკური კინკლაობით და რაც უფრო მეტ კარგ საქმეს შევთავაზებთ საზოგადოებას, მით მეტ სიკეთეს მიიღებს თითოეული ქართველი, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ვაკის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ნოდარ ტურძელაძემ განაცხადა.

„კონკურენტებზე საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა მე არაერთხელ აღვნიშნე, რომ ჩვენი მთავარი კონკურენტია გასაკეთებელი საქმე. წლების განმავლობაში საზოგადოება დაიღალა პოლიტიკური კინკლაობით და რაც უფრო მეტ კარგ საქმეს შევთავაზებთ საზოგადოებას, მით მეტ სიკეთეს მიიღებს თითოეული ქართველი. აქედან გამომდინარე, ჩემი მთავარი კონკურენტი ვაკის რაიონში იქნება გასაკეთებელი საქმე. დაახლოებით 5 წლის განმავლობაში მე ვიკავებ ვაკის რაიონის გამგებლის თანამდებობას. დავიბადე და გავიზარდე ვაჟა-ფშაველას კვარტლებში და მთელი ჩემი ცხოვრება ამ რაიონს უკავშირდება. ყოველთვის მქონდა იმის სურვილი, რომ ბევრი რამე შეცვლილიყო. მაგალითად, მეტრო „უნივერსიტეტი“, რომელსაც დაახლოებით 30 წელი ელოდებოდა მოსახლეობა და სწორედ ამ ხელისუფლების პირობებში მოხერხდა ამ პრობლემის მოგვარება. „მზიურის“ სკვერი, თამარაშვილის ხეივანი და სხვა პროექტები. ვაკის რაიონს შემოერთებული გაქვს სოფლები, სადაც ისტორიულად წყალი არ ყოფილა. წლების განმავლობაში ხალხი ცხოვრობდა ისე, რომ სასმელი წყალი არ ჰქონდათ. წვიმიანი ამინდის დროს ავტომობილებით გადაადგილება უჭირდათ.

ეს ყველაფერი მოგვარდა 3-4 წლის განმავლობაში და მე ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ხელმძღვანელობა მეკითხებოდა ამ პრობლემების შესახებ და მქონდა საშუალება, წარმედგინა კონკრეტული პროექტები, რომლებიც საზოგადოებას აწუხებდა. ამის მოგვარებით კიდევ უფრო ბედნიერი ვარ და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. თბილისის მერის ინიციატივა იყო ბინების დაკანონება და ვაკის რაიონში უკვე 170-ზე მეტ ოჯახს დაუკანონდა ბინები. ამის გამო ვალდებული ვარ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ გამოცხადებული ნდობა გავიაზრო და ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რათა იდენტიფიცირებული პრობლემები მოგვარდეს. რაც შეეხება საარჩევნო პროგრამას, მომდევნო დღეებში მას საზოგადოებას დეტალურად გავაცნობთ. თუმცა მნიშვნელოვანია თვითმმართველობასთან შეთანხმებული მუშაობა, რათა მოსახლეობამ მეტი ეფექტი მიიღოს. არაერთი საკანონმდებლო ინიციატივა უნდა წარვადგინოთ იმისთვის, რომ შემსუბუქდეს ჩვენი ხალხის მდგომარეობა“, – განაცხადა ტურძელაძემ.

გაუზიარე!

Shares