fbpx

თბილისის ზღვაში მაშველებმა მეორე მოზარდი, 14 წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს

თბილისის ზღვაში მაშველებმა მეორე მოზარდი, 14 წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.

თბილისის ზღვაზე ორი არასრულწლოვანი რამდენიმე საათის წინ გაუჩინარდა. მანამდე, მაშველებმა ზღვიდან ერთი დაკარგული არასრულწოვანი ასევე გარდაცვლილი ამოიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, საძიებო სამუშაოებში ხუთი მყვინთავი იყო ჩართული.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება