fbpx

რატი იონათამიშვილი ზურაბიშვილისა და „ნაცმოძრაობის“ შეხვედრებზე: სინამდვილეში, ეს დისკუსია აჩვენებს, როგორი დაცლილები არიან ღირებულებებისგან და აჩვენებს მათ რეალურ სახეს

სინამდვილეში, ეს დისკუსია აჩვენებს, როგორი დაცლილები არიან ღირებულებებისგან და აჩვენებს მათ რეალურ სახეს, – ასე გამოეხმაურა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სალომე ზურაბიშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის გამართულ შეხვედრებს.

„სალომე ზურაბიშვილი, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ და რადიკალური ოპოზიციის აქტივისტია, ეს ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. მაგრამ ამის იქით, ერთ-ერთი ყველაზე ამორალური თემა, რაზეც შეიძლება იყოს დისკუსია, ეს არის, რომ ერთი მხრივ, სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალოს სააკაშვილი და მეორე მხრივ, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ პრეზიდენტობის კანდიდატად ისევ სალომე ზურაბიშვილი დაასახელოს. სინამდვილეში, ეს დისკუსია აჩვენებს, როგორი დაცლილები არიან ღირებულებებისგან და მათ რეალურ სახეს“,- აღნიშნა იონათამიშვილმა.

დღეს სალომე ზურაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შეხვდება. ორბელიანების სასახლეში თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე მივლენ. მმართველი გუნდის შეფასებით, ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება და ის უკვე შეფასებულია რიგით რადიკალურ ოპოციონერად.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება