fbpx

რატი ბრეგაძე:  ყველას გვახსოვს ის ცობილი კადრები, როდესაც ტელეკამერებით და მიკროფონებით შეიარაღებულ ჟურნალისტებთან  ავტომატებით კბილებამდე შეიარაღებული სპეცრაზმელები შეიჭრნენ

რატი ბრეგაძე:  ყველას გვახსოვს ის ცობილი კადრები, როდესაც ტელეკამერებით და მიკროფონებით შეიარაღებულ ჟურნალისტებთან  ავტომატებით კბილებამდე შეიარაღებული სპეცრაზმელები შეიჭრნენ. ამ ყველაფერს „ქართულმა ოცნებამ“  უპრეცენდენტო თავისუფლების დამკვიდრებით უპასუხა

„ყველას გვახსოვს ის ცნობილი კადრები, როდესაც ტელეკამერებით და მიკროფონებით შეიარაღებლ ჟურნალისტებთან ავტომატებით კბილებამდე შეიარაღებული სპეცრაზმელები შეიჭრნენ. ძირს დააწვინეს ჟურნალისტები, დაამტვრიეს ტექნიკა, ადამიანებს შეურაცხყოფა მიაყენეს  და ფაქტობრივად ტელევიზიის ანექსია მოახდინეს. ეს არც თუ ისეთი შორი წარსულია“ – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „ქართული ოცნების“  საჩხერის მერობის კანდიდატის ლევან ივანაშვილის წარდგენაზე განაცხადა.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, წინა ხელისუფლება მედეაზე კონტროლს ძალადობრივი გზებით ამყარებდა. ყველა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანს კი მონსტრად წარმოაჩენდა.
„კარგად გემახსოვრებათ,  2012 წელს  დაფუძვნდა რეალ ტვ, რომელიც წარმოადგენდა ზეციურ საქართველოს.  ყველა ადამიანს, რომლესაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება ჰქონდა,  წარმოაჩენდნენ მონსტრებად. ბატონი პრემიერ მინისტრი სწორედ ამაზე საუბრობდა,  რომ ამ ხალხს  ჰქონდა „უნიკალური ნიჭი“  რეალობის დამახინჯებისა. ანუ, ერთის მხრივ, თავისუფალი სიტყვა დააპატიმრეს, ხოლო მეორეს მხრივ შექმნეს საკუთარი სამოთხე“- განაცხადა რატი ბრეგაძემ.
მედიაზე საუბრისას რატი ბრეგაძემ „მოდელირებული ქრონიკაც“ გაიხსენა და აღნიშნა, რომ ამ გადაცემის ეთერში გასვლის შემდგომ ჯანმრთელობის პრობლემა არა ერთ ადამიანს შეექმნა.
„კარგად გვახსოვს, ომის შემდგომ პერიოდში იმიტირებული გადაცემით დაზაფრეს მთელი მოსახლეობა. ვიცით, რამდენი ადამიანი დაავადდა იმ პერიოდში, როდესაც წარმოაჩინეს, რომ თითქოსდა ისევ შემოსული იყო მტერი და ხდებოდა ქალაქის დაპყრობა. რა მდგომარეობაში ჩააგდეს მოსახლეობა?!“- აღნიშნა  იუსტიციის მინისტრმა.
მანვე, 2012 წელს,  „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, სატელევიზიო თეფშების დაზიანების ფაქტები და თავისუფალი სიტყვისთვის დაჭერილი ჟურნალისტებიც გაიხსენა.
„კარგად გავიხსენოთ 2012 წელი და სატელვიზიო თეფშებზე მონადირე ხელისუფლება, რომელიც ტექნიკას შეგნებულად აფუჭებდა იგივე  საბაჟოზე და შემდგომში ამსხვრევდა, ლეწავდა და ცდილობდა,  რომ განსხვავებული აზრი არ გავრცელებულიყო. ეს იყო რეალობა.  გავიხსენოთ ჟურნალისტების დაჭერა. რამდენი ჟურნალისტი იჯდა თავისუფალი სიტყვისთვის ციხეში? წესით, ბუნებრივია,  ეს ყველაფერი ძალიან კარგად უნდა გვახსოვდესდეს იმისთვის, რომ შემდგომში ჩვენც არ დავკარგოთ რეალობის განცდა და ვიცოდეთ საიდან დავიწყეთ და სად მივდივართ. ამ ყველაფერს „ქართულმა ოცნებამ“   უპრეცენდენტო თავისუფლების დამკვიდრებით უპასუხა.“- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება