fbpx

რამდენიმე ათეული წელია აქ ვცხოვრობ და მსგავსი მასშტაბის პროექტი არ განხორციელებულა – მანანა სტურუა

პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, პროგრამის ,,განახლებული რეგიონები“ – ს ფარგლებში, სამტრედიის მუნიციპალიტეტში, თამარ მეფის ქუჩაზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების ინტენსიური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ☑️პროექტის ფარგლებში, განახლდება მრავალსართულიანი სახლების ფასადები, სახურავები და მიმდებარე ტერიტორია, ეწყობა ტროტუარები.🔊,,თამარ მეფის ქუჩის განაშენიანება ურბანული მიმართულების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პროექტია სამტრედიაში. სამუშაოების დიდი წილი უკვე შესრულებულია და ამას ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვადევნებთ თვალს. ხარისხის მაჩვენებლებს სპეციალისტები აკვირდებიან და ეს ჩვენთვის მთავარი ინდიკატორი იქნება სამუშაოების ჩაბარების დროს” აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.🔊,,მიხარია, როცა ჩემი ქალაქის და ქუჩის გალამაზება ასეთი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. რამდენიმე ათეული წელია აქ ვცხოვრობ და მსგავსი მასშტაბის პროექტი არ განხორციელებულა – განაცხადა თამარ მეფის ქუჩის მობინადრემ, მანანა სტურუამ.”

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება