fbpx

ექიმების ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში გააკეთებს განმარტებებს-რატი ბრეგაძე

ექიმების ჯგუფი საზოგადოებას ყოველდღიურად მიაწვდის ინფორმაციას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე,- ამის შესახებ დღეს, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარეობს, რადგან „პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ყოველდღიურად, მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია“.

როგორც მინისტრმა ბრეგაძემ აღნიშნა, „ექიმების ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში გააკეთებს განმარტებებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, მიაწვდის საზოგადოებას ამომწურავ ინფომაციას და ამით ერთხელ და სამუდამოდ დაესმება წერტილი ყველა დეზინფორმაციული ხასიათის ინფორმაციის გავრცელებას“. ვინ წარმოადგენს ექიმების ჯგუფს, იუსტიციის მინისტრს არ დაუკონკრეტებია.

რატი ბრეგაძის განცხადებითვე, პენიტენციური სისტემა გადაწყვეტილებებს იღებს პატიმრების, მათ შორის სააკაშვილის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე და გლდანის მე-18 დაწესებულებაში ერთიც და მეორეც “უმაღლეს დონეზეა დაცული”.

იუსტიციის მინისტრმა ყველას მოუწოდა, თავი შეიკაონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან. ბრეგაძის თქმით, სააკაშვილს კიდევ ერთხელ მოუწოდებენ შიმშილობის შეწყვეტისკენ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება