რადიკალური ოპოზიციის ინტერესში არ შედის ასეთი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და ამ დონის ინვესტიციის მოზიდვა, რადგან მათი მიზანი არ არის ქვეყნის განვითარება-ზაქარია წიკლაური

რადიკალური ოპოზიციის ინტერესში არ შედის ასეთი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და ამ დონის ინვესტიციის მოზიდვა, რადგან მათი მიზანი არ არის ქვეყნის განვითარება და ეკონომიკური წინსვლა. ხან არაბული ქალაქის და ხან მეჩეთის მშენებლობას გვაბრალებენ, ათას სენსიტიურ საკითხს იგონებენ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, მაგრამ საზოგადოება ყველაფერს სწორად აფასებს. მინდა მივმართო რადიკალურ ოპოზიციას – დაანებონ თავი რადიკალურ ქმედებებს. წლების განმავლობაში, მათ უკან არ დაუხევიათ, ზიანი მოაქვთ ამ ქვეყნისთვის და დღესაც აგრძელებენ ამ მსხვილი ინვესტიციის დაკნინების მცდელობას. უნდათ გადაფარონ ეს მსხვილი ინვესტიცია და საზოგადოებას არ მისცენ შესაძლებლობა, რომ გაიგოს რას ვაკეთებთ და რა კეთილდღეობის მომტანი იქნება ეს მსხვილი პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მსხვილი ინვესტიციაა, რომლის წინააღმდეგიც არიან ამ ქვეყნის მოქალაქე რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები,“- განაცხადა ზაქარია წიკლაურმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება