fbpx

პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა.

პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ისრაელში პირველმა გაიკეთა. ვაქცინა პრემიერმა პირდაპირ ეთერში გაიკეთა.

“ეს არის ერთი მცირე ინექცია ადამიანისთვის და გიგანტი ნახტომი ჩვენი ჯანმრთელობისთვის”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, იგი იმედოვნებს, რომ ისრაელი შეიძლება იყოს პირველი ქვეყანა, რომელიც COVID-19 პანდემიას დაამარცხებს, თუ ადამიანები ვაქცინაციას გაიკეთებენ.

ვაქცინა ასევე გაიკეთა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა.

გაუზიარე!

Shares