fbpx

პრემიერ-მინისტრი სამხრეთ კავკასიაში  ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამხრეთ კავკასიაში ევროპის  საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, მაჩიე ჩურას  შეხვდა.

ხაზი გაესვა EIB-თან, როგორც  წამყვან ფინანსურ ინსტიტუტთან, წარმატებულ  თანამშრომლობას. განიხილეს საქართველოს ეკონომიკის ზრდისა და მაკროეკონომიკური  ტენდენციების პოზიტიური დინამიკა.

მთავრობის მეთაურმა EIBის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზი გაესვა EIB-ის დაფინანსებით განხორციელებული და  მიმდინარე საინვესტიციო პროექტების როლს, რომლებიც მიმართულია საქართველოში  ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ. ამ კონტექსტში ხაზგასმით აღინიშნა  მიმდინარე  ღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის პროექტის მნიშვნელობა, რომელიც ევროპის  საინვესტიციო ბანკის  მხარდაჭერით ხორციელდება.

აღინიშნა, რომ საქართველო აფასებს EIB-თან არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას.  გამოითქვა იმედი, რომ EIB მომავალშიც განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ქვეყნისთვის პრიორიტეტულ სფეროებში საინვესტიციო პროექტების დაფინანსების მიმართულებით.

საქართველოში ოპერირების დაწყებიდან EIB-მა საინვესტიციო პროექტებში 1.6 მილიარდი  ევროს ინვესტიცია განახორციელა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება