fbpx

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთში ახლად დანიშნულ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს გოჩა ჯავახიშვილს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული ურთიერთობის დინამიკა და მისი გაღრმავების პერსპექტივები მიმოიხილეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა გოჩა ჯავახიშვილს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

გოჩა ჯავახიშვილს მრავალწლიანი დიპლომატიური გამოცდილება აქვს. იგი საფრანგეთში, საქართველოს საელჩოში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი იყო.

გოჩა ჯავახიშვილს დიდი წვლილი მიუძღვის ლევილის მამულისა და შატოს საქართველოსთვის გადმოცემის საქმეში. მას მიღებული აქვს საფრანგეთის ღირსების ეროვნული ორდენი და აკადემიური პალმის ორდენი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება