fbpx

მუხიანის აგარაკებზე, გრემის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები სრულდება

გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას
განაგრძობს.
ამჯერად, მუხიანის აგარაკებზე ორი ქუჩის მოწესრიგება მიმდინარეობს. მათ
შორის მუხიანი 2-ში, გრემის ქუჩის კაპიტალური მოწყობა სრულდება.
სამუშაოების შედეგად, 1 505 გრძივ მეტრზე წყალარინების ქსელი მოეწყო,
რისთვისაც 301 460 ლარი დაიხარჯა.
დაახლოებით, 996 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო, ასფალტის საფარის
დაგება კი, 9 600 კვ.მეტრ ფართობზე მიმდინარეობს. აღნიშნული
სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 800 000 ლარი დაიხარჯება. ამ დრომდე,
გრემის ქუჩაზე წყალარინების ქსელი და გზის საფარი არ არსებობდა.
მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის
შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ
კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად გაეცნო.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება