პრემიერი – ჩვენი პოლიტიკის შედეგია 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა, პირველი ხელისუფლება ვართ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებშიც ქვეყანას ომი არ ჰქონია, პირველ ადგილზე ვართ ბოლო 5 წელიწადში არათუ ფართო რეგიონში, ევროპაშიც კი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით, დღეს ვართ სუვერენული და დამოუკიდებელი როგორც არასდროს, კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს ბიძინა ივანიშვილის როლს, რომელიც არის დიდოსტატი, გროსმაისტერი

დავდო პირობა ერთ რამეზე, ერთი წლის წინ, დაახლოებით, დასრულდა მთავრობაში საკადრო ცვლილებები და ეს პერიოდი ავიღოთ, გასული 1 წელი და მომავალი. თქვენ თუ მოიტანთ კორუფციის ერთ ფაქტს, რომელიც დაკავშირებული იქნება ჩემთან, ან რომელიმე მინისტრთან, პირდაპირი თუ ირიბი ფორმით, ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ გვექნება მყისიერი რეაგირება და უშუალოდ რომელიმეს პასუხისმგებლობა თუ გამოიკვეთება, იქ იქნება მყისიერი ნაბიჯი გადადგმული. ერთ ფაქტს თუ მოიტანთ კორუფციასთან დაკავშირებით, საუბარია უმაღლეს თანამდებობის პირებზე, პირადად ვაგებთ ამაზე პასუხს, ამას ვპირდებით საზოგადოებას,“- აღნიშნა პრემიერმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება