fbpx

პრემიერი სააკაშვილზე – სახელმწიფო, ამ შემთხვევაში იუსტიციის  სამინისტრო აკეთებს ყველაფერს, რომ მისი და  ასევე სხვა პატიმრების ჯანმრთელობა იყოს  აბსოლუტურად დაცული

სახელმწიფო, ამ შემთხვევაში იუსტიციის  სამინისტრო აკეთებს ყველაფერს რომ მისი და  ასევე სხვა პატიმრების ჯანმრთელობა იყოს  აბსოლუტურად დაცული, – ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა თელავში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეეხებოდა. 

კითხვაზე – თუ მედიკოსები დაადასტურებენ, რომ სააკაშვილის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, მზად არის თუ არა ხელისუფლება, მისცენ უფლება მისი სხვა ქვეყანაში გადაყვანაზე, პრემიერმა ასე უპასუხა:

„ კონკრეტიკა გაქვთ რამე, კონკრეტული ინფორმაცია გაქვთ, რა სჭირს ბატონ სააკაშვილს? მე ვიცი რომ  სახელმწიფო, ამ შემთხვევაში იუსტიციის  სამინისტრო აკეთებს ყველაფერს, რომ მისი და  ასევე სხვა პატიმრების ჯანმრთელობა იყოს  აბსოლუტურად დაცული, მათი უფლებები  იყოს დაცული და არავინ უნდა იყოს პრივილეგირებული,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება