fbpx

ექსპერტის შეყვანა უმარტივესად შეეძლო სახალხო დამცველს, რომელიც სავარაუდოდ ვერ დაითანხმეს – ნინო ნადირაძე უცხოელი ექსპერტის სააკაშვილთან შეშვებაზე


კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი ნინო ნადირაძე, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, უცხოელი ექსპერტის შეყვანასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განმარტებას აკეთებს.

როგორც ნინო ნადირაძე წერს, ლიცენზიის გარეშე უცხოელი ექსპერტის სააკაშვილთან შეშვების იურიდიული უფლება მას არ ჰქონდა, თუმცა მათ მისცა პირობა, რომ ლიცენზიის გაცემისთანავე უცხოელი ექსპერტი სააკაშვილთან შესვლას შეძლებდა.

ნადირაძის თქმით, ლიცენზიის გაცემისთანავე ეცნობა უცხოელ ექსპერტს, თუმცა „სასადილოდ გავიდნენ და 2 საათში დაბრუნდნენ სააკაშვილის მოსანახულებლად“.

„არ მიყვარს სამსახურის თემების ფბ-ზე გამოტანა, მაგრამ ექსპრეზიდენტის გულით (და არა ფულით) გულშემატკივრებისთვის, რომლებიც მრავლად მყავს სამეგობროში, ქრონოლოგიურად მოვყვები. დღის პირველ საათზე მომმართეს წერილობით უცხოელი ექსპერტის შეყვანასთან დაკავშირებით და სიჩქარის მიზეზად დამისახელეს, რომ ღამე უნდა გაფრენილიყო, მე ზეპირად და წერილობითაც ავუხსენი რომ ამისი იურიდიული უფლება არ მქონდა და დავპირდი, რომელ საათზეც არ უნდა გაცემულიყო ლიცენზია, აუცილებლად შევიყვანდით პაციენტთან.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება