პრემიერი ეუთო/ოდირის დასკვნაზე – მზად ვართ, როგორც კანონმდებლობის, ასევე პრაქტიკის და ტექნიკური უზრუნველ ყოფის კუთხით,ყველა ფერთანდაკავშირებით ვიმსჯელოთ და სადაც შესაძლებელია რეკო მენდაციების გათვალი სწინება,ყველა რეკომ ენდაციას გავითვალის წინებთ

მზად ვართ, როგორც კანონმდებლობის, ასევე პრაქტიკის და ტექნიკური უზრუნველყოფის კუთხით, ყველაფერთან დაკავშირებით ვიმსჯელოთ და სადაც შესაძლებელია რეკომენდაციების გათვალისწინება, ყველა რეკომენდაციას გავითვალისწინებთ, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაცი აში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა .მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა, თუ რა ტიპის რეკომენდაციებია ეუთო/ოდირის დასკვნაში. 

„არის სხვადასხვა ტიპის რეკომენდაციები, ნაწილი ეხება კანონმდებლობას, მათ შორის, არის გარკვეული რეკომენდაციები, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ გვაქვს ჩვენი მკაფიო პოზიცია, მაგალითად არის წარმოდგენილი რეკომენდაცია ცესკოს ფორმირების წესთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ  ჩვენ გვაქვს მკაფიო, დასაბუთებული პოზიცია ამ თემაზე, თუმცა აქაც მზად ვართ ვიმსჯელოთ ეუთო/ოდირთან ერთად. არის რეკომენდაციები პრაქტიკასთან დაკავშირებით, ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებითაც და რა თქმა უნ და, ნებისმიერი ასეთი საკითხი ექვემდებარება განხილვას. პოლარიზაცია არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც არის გამოკვეთილი ამ დასკვნაში და ამასაც ეხება რეკომენდაციები“, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება