fbpx

პოლონეთის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის ვიზიტი საქართველოში

საქართველოსა და პოლონეთის სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის არსებული ორმხრივი
თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში ჩატარებული და მიმდინარე ერთობლივი ღონისძიებებით
მიღწეული პროგრესის შეფასების მიზნით, საქართველოში პოლონეთის სპეციალური
ოპერაციების ძალების მეთაური იმყოფებოდა. ბრიგადის გენერალ სლავომირ დრუმოვიჩს
საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკი
თეიმურაზ ყლატეიშვილმა უმასპინძლა.
სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურების შეხვედრაზე პოლონელმა გენერალმა
საქართველოსთან ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა და აღნიშნა,
რომ პოლონეთის სპეციალური ოპერაციების ძალები საქართველოს სპეციალური ოპერაციების
ძალებთან ნატოსთან ურთიერთთავსებადობის ამაღლების მიზნით აქტიურ თანამშრომლობას
გააგრძელებს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება