fbpx

ლორთქიფანიძის ქუჩაზე ფერდი ჩამოიშალა,მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

ლორ­თქი­ფა­ნი­ძის ქ. N10-ში მდე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სი­დან უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით, მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი კორ­პუ­სი იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე­ობს, სა­დაც ფერ­დის ნა­წი­ლი ჩა­მო­ი­შა­ლა.

თბი­ლი­სის მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ად­გი­ლობ­რივ მცხოვ­რებ­ლებს დე­და­ქა­ლა­ქის მე­რია დრო­ე­ბი­თი სა­ცხოვ­რებ­ლით უზ­რუნ­ველ­ყოფს. მათ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი სხვა­დას­ხვა სას­ტუმ­რო­ში გა­და­ა­ნა­წი­ლებს.

რო­გორც თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლე ირაკ­ლი ბენ­დე­ლი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, ვიდ­რე სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის დას­კვნა მომ­ზად­დე­ბა, მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა მო­სახ­ლე­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბაა.

„პირ­ვე­ლი ამო­ცა­ნაა, მო­სახ­ლე­ო­ბა იყოს უსაფრ­თხოდ, რე­ა­ლუ­რი საფრ­თხე არ­სე­ბობს თუ არა, ამის მი­უ­ხე­და­ვად. გარ­კვე­უ­ლი რის­კე­ბი არ­სე­ბობს. ამი­ტომ, 1%-იც რომ იყოს რის­კი, ვე­რა­ვის დავ­ტო­ვებ იმ 1% რის­კის ქვეშ. სას­წრა­ფოდ არის ეს ყვე­ლა­ფე­რი და­სა­ორ­გა­ნი­ზე­ბე­ლი და ამ პრო­ცეს­ში ვართ. მთე­ლი ღამე აქ ვიქ­ნე­ბით, არ­სად არ მივ­დი­ვართ. პირ­ვე­ლა­დი მო­ნა­ცე­მე­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით, 90-მდე ოჯა­ხი ცხოვ­რობს კორ­პუს­ში, ვარ­კვევთ რამ­დე­ნი ოჯა­ხია ად­გილ­ზე. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვა­კე­თებთ ყვე­ლაფ­რის მო­ბი­ლი­ზე­ბას, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი კორ­პუ­სის მო­სახ­ლე­ო­ბა იყოს უსაფრ­თხოდ. რა თქმა უნდა, ამ ეტაპ­ზე აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ვე­რა­ვინ ვე­რაფ­რის მშე­ნებ­ლო­ბას ვერ გა­აგ­რძე­ლებს. სამ­შე­ნებ­ლო პრო­ცე­სი და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინე­ბა მხო­ლოდ ფერ­დის გა­მაგ­რე­ბას­თან და კორ­პუ­სის გა­მაგ­რე­ბა თუ იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო, მა­გა­საც გა­ვა­კე­თებთ“, – გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ბენ­დე­ლი­ან­მა.

მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლორ­თქი­ფა­ნი­ძის ქუ­ჩა­ზე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რის, ასე­ვე, გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის ბრი­გა­დე­ბიც.

დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა ფერ­დის შეს­წავ­ლა უკვე და­ი­წყეს, რის შემ­დე­გაც, სა­ექ­სპერ­ტო დას­კვნა მომ­ზად­დე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი დას­კვნის სა­ფუძ­ველ­ზე, შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება