იუსტიციას მინისტრი რატი ბრეგაძე, ხაზარაძე-გახარიას ვერ შემდგარ გაერთიანებასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს “პოლიტიკური სიყვარული ქორწინებით ვერ დაგვირგვინდა. ნათესავები ჩარეულან ცუდად და ამიტომ გადანახულებითა და ნიშნობით დასრულდა კოალიციური გატაცება.ნიშნობის საჩუქრები უკან არ ბრუნდება. არადა ანაკლიის აფიორის თანხაც დასაბრუნებელია სახელმწიფოსთვის და ახლა პაემანზე დახარჯული თანხების გაპროცენტებაზე მიდის გამალებული მუშაობა. მომავლის იმედით და ერთად გატარებული შეხვედრების პატივისცემით პროცენტი დაბალი იქნებაო” წერს რატი ბრეგაძე
პარტია „საქართველოსთვის“ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ამ ეტაპზე „ლელოსთან“ შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.