fbpx

პირს, რომელსაც ქალაქიდან ქალაქში მანქანით მგზავრობისას ტემპერატურა დაუფიქსირდება, გზის გაგრძელების უფლებას არ მისცემენ!

პირს, რომელსაც ქალაქიდან ქალაქში მანქანით მგზავრობისას ტემპერატურა დაუფიქსირდება, გზის გაგრძელების უფლებას არ მისცემენ და კლინიკაში გადაიყვანენ

პირს, რომელსაც ქალაქიდან ქალაქში მანქანით მგზავრობისას ტემპერატურა დაუფიქსირდება, გზის გაგრძელების უფლებას არ მისცემენ და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ.

მოქალაქეებს ტემპერატურას ქალაქებთან მოწყობილ სპეციალურ ბლოკ-საგუშაგოზე უზომავენ.

„თუ ავტომობილის მგავზავრს ან მგზავრებს, რომლებიც ქალაქებს შორის გადაადგილდებიან და ქალაქის შესასვლელში განთავსებულ ბლოკ-პოსტზე თერმოსკრინინგისას ტემპერატურა დაუფიქსირდებათ, ანამნეზის შეფასების შემდეგ, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ, სადაც ჩაუტარდებათ ტესტირება“

რაც შეეხება ავტომობილის იმ მგზავრებს, რომლებსაც ტემპერატურა არ ექნებათ, უწყების თქმით, ისინი დროებით, ტესტის პასუხებამდე, იზოლაციაში იქნებიან.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში, 37.5 და ზევით ტემპერატურა, მედიკოსებისთვის უკვე განგაშის სიგნალია, მოქალაქე კვლევისთვის კლინიკაში გადაიყვანონ.

გაუზიარე!

Shares