დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პირმისაანთკარში ახალაშენებული საბავშვობაღი გაიხსნა. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა დამისი ღირებულება 1 278 000 ლარს შეადგენს.პროექტის ფარგლებში, კეთილმოეწყო ეზო და აშენდა 50 აღსაზრდელზეგათვლილი 2-სართულიანი შენობა, რომელიც მუნიციპალიტეტის მერიისდაფინანსებით, უკვე აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით. შედეგად, საბავშვო ბაღისრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.ახალგახსნილი საბავშვო ბაღი მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმადავით ნოზაძემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ,დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ, საკრებულოსთავმჯდომარე კახაბერ ჩიტაურმა და პროგრამის ხელმძღვანელმა თამარ ქარდავამ,თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად მოინახულეს. მათ ბაღისთანამშრომლებს, აღსაზრდელებსა და მშობლებს სააღმზრდელო პროცესის ახალსივრცეში დაწყება მიულოცეს და სამომავლოდ წარმატებები უსურვეს.აღსანიშნავია, რომ მცხეთა-მთიანეთის მხარის მასშტაბით, მგფ-ის მიერ ამ ეტაპზეჯამში 23 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია-რეკონსტრუციის სამუშაოებიმიმდინარეობს.


