fbpx

პენიტენციური სამსახური ვიდეოკადრებს ასაჯაროებს

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სპეციალური პენიტენციური სამსახური ვიდეოკადრებს ასაჯაროებს, რომელიც ასახავს სხვადასხვა პერიოდში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას

ფოტო: პენიტენციური სამსახური/ვიდეოკადრი

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სპეციალური პენიტენციური სამსახური ვიდეოკადრებს ასაჯაროებს, რომელიც ასახავს სხვადასხვა პერიოდში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას.

„აღნიშნულ ვიდეომასალაში ნათლად ჩანს მიხეილ სააკაშვილის სიმულაციური ქმედებები, რომლის მიზანია მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლა, საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანა.

ვიდეოკადრები ასახავს სახელმწიფოს დამოკიდებულებას მიხეილ სააკაშვილის მიმართ, ასევე მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულებას სამედიცინო პერსონალის მიმართ, კერძოდ მისი მხრიდან განხორციელებული შეურაცხყოფისა და აგრესიული ქცევების ფაქტებს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება